 “პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ლიგა 1-ის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ლიგა 1-ის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
31 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან ოთხჯერ თავი პენალტით გამოიჩინა.
საუკეთესოს წოდებისათვის, იბრაჰიმოვიჩის გარდა, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები ბლეზ მატუიდი, ტიაგო სილვა და “სენტ ეტიენის” თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ აუბამეიანგი ბრძოლობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გამარჯვებული სწორედ იბრაჰიმოვიჩის გუნდი, “პარი სენ-ჟერმენი” გახდა.
დიტო ჭიჭინაძე
Comments