ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი თავდამსხმელი, ეზიკელ ლავესი აცხადებს, რომ ის იტალიის ჩემპიონატში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს, “ნაპოლიდან” შეუერთდა.
“იტალიაში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია. ნეაპოლში გატარებული დრო კარგად მახსენდება – ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, დავბრუნდები თუ არა იტალიაში”, – უთხრა ლავესიმ Sky Sport Italia-ს.
დიტო ჭიჭინაძე
Comments