ცნობილმა კონსალტინგურმა კომპანიამ Brand Finance – გამოქვეყნა ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია, რომელშიც გასულ წელთან შედარებით, “მანჩესტერ იუნაიტედი” – მეორე, ხოლო ევროპის ამჟამინელი ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” პირველია.
გამოცემის თანახმად, ბრენდი – “მანჩესტერ იუნაიტედი” 837 მილიონ დოლარად ფასდება, რაც 2%-ით ნაკლებია გასულ წელს დაფიქსირებულ ფასზე – 837.
რაც შეეხება ბავარიული კლუბის ბრენდს, მისმა ფასმა 9%-ით მოიმატა და 860 მილიონ დოლარს მიაღწია. შედეგად, “რეკორდმაისტერმა” რეიტინგში 2 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და პირველ ადგილზე მოგვევლინა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ზედა ნაწილში პრემიერლგის გუნდები დომინირებს. სიის პირველ რვა საფეხურს ხუთი ინგლისური გუნდი იკავებს. გარდა ამისა, საუკეთესო 50-ეულში 14 ბრიტანული გუნდი შედის, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საუკეთესო 50-ში რვა გერმანული გუნდია, რომელთა საერთო ღირებულება 1,9 მილიარდ დოლარს აღწევს.
სათქმელია მილანური კლუბების წარუმატებლობის შესახებ. “მილანი”, რომლის ღირებულება 263 მილიონ დოლარს უდრის, 10%-ით დაქვეითდა, ხოლო “ინტერმა” 30% დაკარგა და მისმა ფასმა 151 მილიონი დოლარი შეადგინა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს “პსჟ”, რომელმაც მდგომარეობა 6 პოზიციით გაიუმჯობესა და 85 მილიონი დოლარით 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. აღნიშვნის ღირსია ლევერკუზენის “ბაიერიც”. გერმანულმა კლუბმა პროგრესი 7 პოზიციით განიცადა და ამჟამად 90 მილიონი დოლარით 23-ე ადგილზეა.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების 30-ეულს:
1. “ბაიერნი”
2. “მანჩესტერ იუნაიტედი”
3. “რეალი”
4. “ბარსელონა”
5. “ჩელსი”
6. “არსენალი”
7. “ლივერპული”
8. “მანჩესტერ სიტი”
9. “მილანი”
10. დორტმუნდის “ბორუსია”
11. “შალკე”
12. “ტოტენჰემი”
13. “იუვენტუსი”
14. “აიაქსი”
15. “ინტერი”
16. “ჰამბურგი”
17. “გალათასარაი”
18. “მარსელი”
19. “კორინთიანსი”
20. “ნაპოლი”
21. “ლიონი”
22. “ფენერბაჰჩე”
23. “ლევერკუზენი”
24. “პსჟ”
25. “შტუტგარტი”
26. “ვალენსია”
27. “ვოლფსბურგი”
28. “რომა”
29. “ვესტ ჰემი”
30. “ნიუკასლ იუნაიტედი”.
Comments