ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველის, ტიაგო სილვას აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი გუნდის დატოვებასა და სხვაგან წასვლას არ აპირებს.
“ბარსელონას” შემოთავაზება? მე არაფერი ვიცი. თუ “პარი სენ-ჟერმენს” ტიაგო სილვას გაყიდვა მოუნდება, მაშინ მას ბევრი მსურველი ეყოლება, თუმცა ამჟამად, მისი მომავალი “პსჟ”-ს უკავშირდება. წავა თუ არა ანჩელოტი? არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ საწყენი იქნება, თუ კარლო გუნდს დატოვებს”, – თქვა პაულო ტონიეტომ.
დიტო ჭიჭინაძე
Comments